1 საათის და 37 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"კვარაშოუ სერია ა-ს ძალიან აკლია" - რას წერენ იტალიურ მედიაში პსჟ-სა და ატალანტას მატჩის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში პარი სენ-ჟერმენმა ატალანტა დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ამ მატჩში გაიბრწყინა. ქართველი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ამის შემდეგ იტალიურ მედიაში კვარას შესახებ არაერთი სტატია გავრცელდა:

Eurosport.it – 7.5 ქულა: "ჯიმსიტი და ჰიენი თამაშგარეთ დატოვა და ბრწყინვალე დარტყმით კარნესეკის კარი აიღო, რითაც ანგარიში 2:0 გახადა. შემდეგ დაიწყო ჩვეული ცრუ მოძრაობების და საკვანძო გადაცემების გაკეთება. უდავოდ, „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.“

Tuttomercatoweb – 7 ქულა: "საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია. აერთიანებდა კაშკაშა დრიბლინგსა და ფინიშს, რათა „ატალანტას“ დაცვა გაეწამებინა. მეორე გოლის ეპიზოდში, შეუჩერებელი სირბილით შევიდა ცენტრისკენ და მარჯვენა ფეხით, კუთხეში ძლიერი დარტყმით კარნესეკის შანსი არ დაუტოვა. მისი არაპროგნოზირებადობა და მოწინააღმდეგის დამარცხების უნარი პარიზელთა შეტევაში მომაკვდინებელ იარაღს ქმნის.“

Calciomercato – 7.5 ქულა: "მედიისთვის გამოყოფილი დროის განმავლობაში გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, მაგრამ ეს დანაკლისი დღევანდელ შეხვედრაში აანაზღაურა. კართან ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებს და ქმნის სანახაობას, რომელიც სერია A-ს ძალიან აკლია.“

Sport.Virgilio.it – 8 ქულა: "საკუთარ მოედანზე სიტუაციას მართავდა და მეტოქის მცველებს მოსვენებას არ აძლევდა. კარი კვლავ იპოვა და ბრწყინვალე გოლით ანგარიში 2:0 გახადა.“

მომზადებულია Crystalsport-ის მიხედვით.

Facebook კომენტარები