საკლუბო ფეხბურთის განახლების შემდეგ პარი სენ-ჟერმენს დიდი პრობლემები აქვს.
კლუბის ორი დიდი ფიგურა, უსმან დემბელე ანდ დეზირე დუე ტრავმირებულები არიან და რამდენიმე კვირით ისინი გუნდს ვერ დაეხმარებიან.
ასევე პრობლემა აქვს გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკესაც, რომელმაც ველოსიპედიდან გადმოვარდნის გამო ოპერაცია გაიკეთა და როდის დაუბრუნებდა საქმიანობას უცნობია.
პსჟ-ს არ რთულ ვითარებაზე ფრანგული გამოცემა, France Bleu წერს.
ისინი ახლა იმედებს ხვიჩა კვარაცხელიაზე ამყარებენ:
“მომავალ უქმეებზე პსჟ მოედანს უბრუნდება. ლუის ენრიკეს გუნდი “პარკ დე პრენსზე” ლანსს დემბელესა და დუეს გარეშე, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად უმასპინძლებს. ქართველ ფეხბურთელს, რომელიც სეზონის სტარტიდან მოყოლებული, არცთუ საუკეთესო მდგომარეობაში იმყოფებოდა, უახლოეს კვირებში გადამწყვეტი როლის შესრულება მოუწევს.
ეს სეზონის პირველი მნიშვნელოვანი პერიოდია და გუნდმა მაქსიმალურად კარგად უნდა წარმოაჩინოს თავი, რათა მის წინაშე არსებული პრობლემები გადალახოს. ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში წინ გაჭრაა საჭირო, რათა ყურადღების გადატანა ჩემპიონთა ლიგაზე მოხდეს.
უახლოეს კვირებში, დუეს და დემებლეს არყოფნაში, განსაკუთრებული როლი ორ მოთამაშეს დაეკისრება - ბრედლი ბარკოლასა და ხვიჩა კვარაცხელიას. კარგი ის არის, რომ პაუზის დროს თავი ორივე მათგანმა გამოიჩინა. ბარკოლამ გოლი და საგოლე პასი მიითვალა, კვარამ კი ორჯერ გაიტანა - ჯერ თურქეთთან, შემდეგ ბულგარეთთან.
მაგრამ მთავარი კარგი ამბავი ის არის, რომ ჩვენმა ქართველმა ითამაშა! რატომ არის კარგი ამბავი? იმიტომ, რომ სეზონის სტარტზე გამოჩნდა, რომ კვარაცხელიას აშკარად აკლდა რიტმი - უეფას სუპერთასზე ტოტენჰემთან, შემდეგ ცვლილებებზე ნანტსა და ტულუზთან… მან ანჟერთან თამაში სულაც გამოტოვა, რათა ყურადღება ფიზიკური ფორმისთვის მიექცია.
ასე რომ, მისი კიდევ ერთხელ მოედანზე ხილვა ნამდვილად კარგი სიახლეა, უახლოეს კვირებში კი მას მოუწევს თავის წარმოჩენა, თავისი ძალის დემონსტრირება და მეტოქე მცველებში შიშის ისევე დათესვა, როგორც ამას უწინ, ჩვენთან იანვარში მოსული აკეთებდა. ოღონდ, ამ სეზონში ყველაფერი გაცილებით ძნელი იქნება. მცველებისთვის უცხო აღარაა კვარაცხელიას თამაში, ის შესწავლილი ჰყავთ და ამიტომ, ხვიჩას მოუწეს ფანტაზიის და ნიჭის გამოვლენა, რათა ისევ დატოვოს გაკვირვებული მეტოქეები და იბრწყინოს მოედანზე.
ძალიან გვაინტერესებს, რა და როგორ იქნება როგორც თავად კვარაცხელიასთან, ისე მის პარი სენ-ჟერმენთან დაკავშირებით, რომელსაც ის ასე სჭირდება”.
აქვე შეგახსენებთ, რომ 14 სექტმებერს პარიზული გუნდი ლანსს დაუპირისპირდება.