3 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ფაბრიციო რომანო მიქაუტაძის ვილიარეალში ტრანსფერის შესახებ აქამდე უცნობ დეტალს ავრცელებს

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძე კარიერას ლიონიდან ვილიარეალში გააგრძელებს.

ქართველის ტრანსფერი, რა თქმა უნდა, გავლენიანმა საფეხბურთო ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომაც დაგვიდასტურა.

მისი თქმით, ესპანურ გუნდს უკრაინელი არტიომ დოვბიკის ყიდვა სურდა, მაგრამ არ გამოვიდა.

ამიტომაც მათ მიქაუტაძე იყიდეს:

"გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე „ვილიარეალმა“ გარიგება დაასრულა.

ქართველი ფეხბურთელი ესპანეთში შაბათს გაფრინდება, კვირას კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ლიონი ამ ტრანსფერიდან 30 მილიონ ევროს მიიღებს.

მიქაუტაძე განსაკუთრებული შენაძენია, რომლის „ვილეარეალს“ სურდა, რადგან დოვბიკის ტრანსფერი არ შედგა", -წერს იტალიელი ჟურნალისტი.

Facebook კომენტარები