1 თვის და 3 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"კვარაცხელიას ვეღარ ვცნობ..." - რას წერენ პსჟ-ს ფანები სოციალურ ქსელში ტულუზასთან მატჩის შემდეგ

ლიგა 1-ის მესამე ტურში პსჟ ტულუზას ესტუმრა და ანგარიშით 3:6 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი სათადარიგო სკამიდან დაიწყო.

ქართველი ვინგერი მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა, მან დეზირე დუე შეცვალა.

უნდა ვაღიაროთ, რომ კვარას კარგი მატჩი არ ჰქონია, თუმცა ეს ნორმალურია, რადგან სეზონი ახალი დაწყებულია.

ამას ემატება ის, რომ მას და მის გუნდს წინასასეზონო მზადება წესივრად არ გაუვლია.

შეხვედრის შემდეგ პსჟ-ს ფანები სოციალურ ქსელში ხვიჩაზე წერენ:

"კვარა ფორმაში შევა, სჯობს ვენდოთ."

"ხვიჩას ვეღარ ვცნობ, წინა სეზონში უკეთესი იყო."

"შემთხვევით, კვარაცხელიას ცოტა წონა ხომ არ აწუხებს?"

"შეეშვით კვარას! შევა ფორმაში და ყველა კრიტიკოსს დაგადუმებთ."

"მე მგონი, წელს ბარკოლა ხვიჩას აჯობებს."

აქვე შეგახსენებთ, რომ ახლა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში გაემგზავრება, სადაც 2 უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის.

Facebook კომენტარები