2 კვირის და 4 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

მიზეზი ცნობილია! - რატომ გაამწესეს კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე ტულუზას წინააღმდეგ

ლიგა 1-ის მესამე ტურში პსჟ ტულუზას დაუპირისპირდება.

ამ მატჩისთვის პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე გაამწესა.

კვარას ნაცვლად ბარკოლა იწყებს.

მედიაში არსებული ინფორმაციის თანახმად, სამწრვრთნელო შტაბი კვარაცხელიას სრულად დატვირთვას ჯერ კიდევ არ რისკავს.

მოგეხსენებათ, ხვიჩამ წინა მატჩი მცირე დისკომფორტის გამო გამოტოვა.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ, პსჟ-ს ფეხბურთელებს ფაქტობრივად არ დაუსვენიათ და ამის გამო მწვრთნელები თითოელ მოთამაშეს უფრთხილდება.

თანაც წინ სანაკრებო პაუზაა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კვარა კარგ ფორმაში იყოს.

Facebook კომენტარები