3 კვირის და 4 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ლა ლიგის გუნდი მიქაუტაძეს ყიდულობს! - ტრანსფერი თითქმის შედგა

გუშინ გავრცელდა ინოფრმაცია, რომ ლიონი ფინანსურის პრობლემების ბოლომდე მოსაგვარებლად გიორგი მიქაუტაძისა ან მელიკ ფოფანას გაყიდვას ისევ განიხილავდა.

დღეს კი ერთ-ერთი ჟურნალისტი, საშა ტავოლიე ვილიარეალის ინტერესის შესახებ წერს.

მისის ცნობით, ესპანურმა გუნდმა ლიონს მიქაუტაძის თაობაზე შეთავაზება უკვე გაუგზავნა.

ყვითელ წყალქვეშა ნავს სურს, რომ ჟორჟი რაც შეიძლება მალე შეიძინოს.

შეგახსენებთ, რომ 2 ტურის შემდეგ ვილიარეალი ლა ლიგის ცხრილში პირველ ადგილს იკავებს.

გარდა ამისა, მიმდინარე ზაფხულში მათ არაერთი მნიშვნელოვანი ტრანსერი განახორციელეს და წელს ისინი დიდ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ.

Facebook კომენტარები