როგორც მოგეხსენებათ, ლიგა 1-ის მეორე ტურში პსჟ-მ ანჟე 1:0 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი მცირე დაზიანების გამო გამოტოვა.
დღეს პარიზულმა გუნდმა შემდეგი შეხვედრისთვის მზადება დაიწყო, სადაც ქართველიც გამოჩნდა.
როგორც ცნობილია, ხვიჩამ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ის ტულუზასთნ 30 აგვისტოს სათამაშოდ მზად იქნება.
აქვე შეგახსენებთ, რომ 4 სექტქმბერს კვარა უკვე საქართველოს ნაკრებთან ერთად თურქეთს დაუპირისპირდება.
კადრი პსჟ-ს ვარჯიშიდან