3 კვირის და 5 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"მე გეტყვით, როგორ უნდა მოვუგოთ თურქეთს" - აჩი არველაძე

სექტემბრის სანაკრებო პაუზა კარს მოგვადგა.

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს დინამო არენაზე თურქეგს უმასპინძლებს.

ამ მატჩთან დაკავშირებით Lelo.ge-სთან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, აჩი არველაძემ ისაუბრა:

"სამწუხაროა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაგვეხმარება. ხვიჩა კვარაცხელიამაც ახალი სეზონისთვის მზადება ცოტა გვიან დაიწყო, რადგან ახლახან მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში იღებდა მონაწილეობას. მიუხედავად ამისა, არ მგონია, რომ თბილისში თურქებმა ჩვენზე უკეთ ითამაშონ. ვფიქრობ, გამარჯვების შანსი ორივე გუნდს თანაბრად აქვს – დაახლოებით 50/50. ძალიან რთული შეხვედრა იქნება და გადამწყვეტი იქნება, ვინ გაიტანს პირველ გოლს. თურქები უფრო მეტხანს გააკონტროლებენ ბურთს, ჩვენ კი მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვითამაშოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ შეცდომები.
ჩვენ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც სწრაფი შეტევების წარმართვა შესანიშნავად შეუძლიათ. აქ მნიშვნელოვანია, რა ტაქტიკას აირჩევს მწვრთნელი. ხუთმცველიანი სქემა უფრო დაცვითია, თუმცა ფლანგებიდან ჩართვები მაინც კარგად გამოგვდის. გამამხნევებელია ისიც, რომ თითქმის ყველა მოთამაშე, ვინც ნაკრებშია, აქტიურია და სათამაშო პრაქტიკა აქვს", - განაცხადა აჩი არველაძემ.

Facebook კომენტარები