4 კვირის და 1 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"მე დავითაშვილს მეორე კვარას ვეძახი. მაგარი ბიჭია!" - როგორ ეხმაურებიან სენტ-ეტიენის ფანები დავითაშვილის მაგარ ფორმას

ლიგა 2-ის განახლებულ სეზონში ზურიკო დავითაშვილმა უკვე 3 მატჩი გამართა.

ქართველმა შემტევმა 2 ძალიან მნიშვნელოვანი გოლის გატანა მოახერხა.

გარდა ამისა აშკარად ჩანს, რომ ზურიკო გუნდის წმამყვანი მოთამაშეა.

როგორც მოგეხსენებათ, დავითაშვილს ახალ კლუბში გადასვლა და ტოპ ჩემპიონატში სურს კარიერის გაგრძელება, თუმცა სენტ-ეტიენი ზედმეტად ძვირს, 15-20 მილიონ ევროს ითხოვს.

ამ თანხას კი ზურიკოთ დაინტერესებული კლუბები არ იხდიან.

ქართველის ამჟამინდელ სიტუაციაზე სენტ-ეტიენის ფანები საინტერესო კომენტარებს წერენ:

"ჩვენი ახალი ლიდერი. გთხოვ დიდხანს დარჩი".

"დავითაშვილის დონის მოთამაშე დიდი ხანია არ გვყოლია".

"აი, ამიტომ არ იყიდება დავითაშვილი, რა მაგარ ფორმაშია".

"ქართველებმა საფრანგეთი დაიპყრეს".

"მე დავითაშვილს მეორე კვარას ვეძახი. მაგარი ბიჭია!".

Facebook კომენტარები