ლიგა 1-ის მეორე ტურში მოქმედი ჩემპიონი, პარი სენ-ჟერმენი ანჟერს უმასპინძლებს.
წინა შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე იყო გამწესებული. ქართველმა ვინგერმა ნანტის წინააღმდე 13 წუთი ითამაშა.
როგორც დაიწერა, ეს მისი დასვენებიდან გამომდინარე იყო განპირობებული.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ანჟერთან კვარაცხელია ძირითად შემადგენნლობაში დაბრუნდება.
სავარადუო სასტარტო Goal.com-ის მიხედვით:
მეკარე: შევალიე;
მცველები: ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში;
ნახევარმცველები: ვიტინია, რუისი, ნევეში;
შემტევები: დუე, დემბელე, კვარაცხელია.
შეგახსენებთ, რომ მატჩი 22 აგვისტოს 22:45 საათზე დაიწყება.