1 დღის და 14 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ენრიკე როცა ამას აკეთებს კვარა საერთოდ ვერ თამაშობს" - რას ამბობს ფრანგი ჟურნალისტი

RMC sport-ის ერთ-ერთი მთავარი ჟურნალისტი, დანიელ რიოლო  ევროპის სუპერთასის ფინალს აფასებს.

მისი აზრით, აღნიშNული შეხვედრა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩააგდო და ამაში ლუის ენრიკეს ხელი ურევია:

"ხვიჩა "ტოტენჰემთან" მატჩში შეტევის მარჯვენა ფლანგზე დააყენეს და მან შეხვედრა სრულად ჩააგდო. 

კვარა ფიზიკურად არადამაკმაყოფილებელ ფორმაშია? ჩემი აზრით, პრობლემა ის იყო, რომ მარჯვნივ თამაშობდა. ენრიკე შეცდომას უშვებს, როცა ხვიჩას პოზიციას უცვლის. როცა კვარაცხელია მარჯვნივ თამაშობს, თავის საუკეთესო თვისებების გამოვლენას ვერასდროს ვერ ახერხებს", - განაცხადა რიოლომ.


Facebook კომენტარები