გასული სეზონის განმავლობაში ფრანგული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე ძალიან ხშირად წერდა.
ერთ-ერთმა გამოცემამ, კვარას ახალი მეტსახელი შეარქვა.
"ხვიჩა კვარაცხელია მებრძოლია, რომელიც არასდროს იღლება"
ქართველ ვინგერს ფიზიკურად მართლაც ძალიან აქვს მომატებული.
პსჟ-ში გადასვლის შემდეგ ხვიჩა დაცვას აქტიურად ეხმარება, უკან სირბილს არ თაკილობს და გუნდისთვის დიდი სარგებელიმ მოაქვს. ამას კი საფეხბურთო ექსპერტები ხშირად უსვამენ ხაზს.
ეს თვისება დღევანდელ ფეხბურთში ძალიან ფასდება - ყველა მწვრთნელს სურს, ასეთი სტილის მოთამაშე თავის გუნდში.