3 დღის და 14 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

სრულიად დამსახურებულად - რა თანხა გამოიმუშავა ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში

როგორც მოგგეხსენებათ, 2024/25 წლების სეზონი ხვიჩა კვარაცხელიასთვის ისტორიუილი გამოდგა.

ქართველის სეზონის დასაწყისში ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ტრიპლეტს მოიგებდა.

შეგახსენებთ, რომ კვარამ გასული სეზონი ნაპოლიში დაიწყო, იანვარში კი პარი სენ-ჟერმენში 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბრგდა, სადაც ახალი ისტორია დაიწერა.

სერია ა, ლიგა 1, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა - 4 დიდი ტიტული.

მთავარი ხვიჩასთვის, რა თქმა უნდა, ოცნებების ახდენა იყო, ახლა კი მეორეხარისხოვანზე მოგახსენებთ.

რა თანხა გამოიმუშავა ხვიჩამ გასული სეზონის მანძილზე?

პირველი 5 თვე, ხვიჩა პარტენოპეიში იყო, სადაც ამ 5 თვეში მან მხოლოდ ხელფასით დაახლოებით 500,000 ევრო გამოიმუშავა.

სავარაუდოდ გოლებისა და წარმატებული მატჩების შემდეგ ქართველი ვინგერის ბონუსებსაც მიიღებდა და დაახლოებით 700,000-800,000 ევრომდე ავიდოდა.

რაც შეეხება, პსჟ-ში მიღებული თანხას:

7 თვეში ხვიჩამ მხოლოდ ხელფასის სახით დაახლოებით 7 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

ამას რომ ბონუსები დავუმატოთ, დაახლოებით 10-11 მილიონ ევრომდე ავა.

უხეში ვარაუდოთ, ხვიჩამ გასულ წელს 12-13 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

უნდა აღინიშნოს, რომ კვარამ მიღებული თანხის თითოეული ცენტი დაიმსახურა.

Facebook კომენტარები