2 კვირის და 5 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"გირჩევთ, კვარაცხელიას მსგავსი ნუ იქნებით" - ფრანგული გამოცემის ხუმრობა ხვიჩასთან დაკავშირებით

რამდენიმე დღის წინ, ქართული ფეხბურთის მთავარმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიას სოციალურ ქსელში შვებულებიდან კადრები გაავრცელა.

ხვიჩას ტანზე აშკარად ეტყობოდა მზისგან დამწვრობა, რაც არაერთმა ქართულმა თუ უცხოურმა გამოცემამ აღნიშნა..

ერთ-ერთი ფრანგული სპორტული გამოცემა, Foot Mercato-მ კვარას ფოტოები გაავრცელა და იხუმრა:

"პატარა რჩევა დამსვენებლებისთვის მცხუნვარე სიცხეში: ნუ იქნებით ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი…წაისვით მზისგან დამცავი კრემი".

Facebook კომენტარები