3 კვირის და 1 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ამ მხრივ ჩემს გუნდში კვარაცხელია პირველია" - ლუის ენრიკე

"პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე საინტერესო თემას შეეხო.

კერძოდ მან ხვიჩა კვარაცხელიას დაცვითი ფუნქციების გაუმჯობესებაზე ისაუბრა:

"მიუხედავად ასაკისა, კვარაცხელია ევროპულ ფეხბურთში უკვე საკმაოდ ცნობადი მოთამაშე გახდა.

ყველაზე მეტად მისი დაცვითი ფუნქციების გაუმჯობესება მომეწონა. როცა მეტოქის პრესინგი გვჭირდება, პირველი ის მირბის ხოლმე", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

Facebook კომენტარები