4 საათის და 14 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ჯერ წესივრად ვერც ვიაზრებ, რომ..." - კვარაცხელიას კომენტარი

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მესამე ტურში პსჟ სიეტლს დაუპირისპირდება, სადაც ჯგუფიდან გასვლის გასანაღდებლად გამარჯვება სჭირდება.

მატჩის წინ ჟურნალისტებმა ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ჩამოართვეს.

ქართველმა თავიანთ მთავარ მწვრთნელზე, ლუის ენრიკეზე საინტერესო განცხადება გააკეთა:

"ამ კლუბში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. ამ ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან მუშობა დიდი პატივია. ვფიქრობ, რომ ეს წესივრად ჯერ არც კი გამიაზრებია.

მწვრთნელმა წინა მატჩის შემდეგ გვითხრა, რომ ეს მარტივი ტურნირი არ იქნებოდა და ჩვენ 100%-ით უნდა მოვზმადებულიყავით. 

მარცხი ღირსეულად მივიღეთ, ვივარჯიშეთ, ძალები აღვიდგინეთ და შემდეგი თამაშისთვის მზად ვართ", - თქვა ხვიჩამ.

შეგახსენებთ, რომ სიეტლთან მატჩი დღეს 23:00 საათზე დაიწყება.

Facebook კომენტარები