1 კვირის და 4 დღის წინ
სახელი უცნობია
Aa

პარი სენ-ჟერმენმა ერთ-ერთი ლიდერის შემცვლელი იპოვა - მოულოდნელი გადაწყვეტილება

„ეკიპის“ ცნობით, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვების შემდეგ პსჟ გაძლიერებას გეგმავს. კლუბი მარჯვენა ცენტრალური მცველის დამატებას და მეკარის საკითხის გადაწყვეტას აპირებს – ამაზე სპორტული დირექტორი ლუიშ კამპუში მუშაობს.

ჯანლუიჯი დონარუმა კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ წელიწადში 12.7 მილიონ ევროს ითხოვს, რაც შეთანხმებას აჭიანურებს. შედეგად, შესაძლოა იტალიელი მეკარე გუნდს დაემშვიდობოს.

პსჟ დონარუმას შემცვლელად ლილის 23 წლის მეკარე ლიუკა შევალიეს განიხილავს, რომელიც ლიგა 1-ის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. მას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, ხოლო მისი ფასი Transfermarkt-ის მიხედვით 30 მილიონია.

შევალიეთი ასევე „ასტონ ვილაც“ ინტერესდება, რომელმაც უკვე დაუკავშირდა „ლილს“, თუმცა ფრანგული კლუბი მეკარეს 40 მილიონზე იაფად არ გაასხვისებს.


Facebook კომენტარები