1 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

მიქაუტაძის თხოვნაც შესრულებულია! - გიორგის მომავალი ოფიციალურად გაირკვა

როგორც მოგეხსენებათ, პსჟ-მ საფრანგეთის თასის ფინალში რეიმსი დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩში მონაწილეობა თავის ტკივილის გამო ვერ მიიღო, თუმცა გუნდს გამარჯვება არ გასჭირვებია.

აღსანიშნავია, რომ გაირკვა ლიონის და გიორგი მიქაუტაძის საქმეც.

მოგეხსენებათ, გუნდმა ლიგა 1-ის გათამაშება მე-6 პოზიციაზე დაასრულა და წესით კონფერენს ლიგაზე უნდა გასულიყო.

თუმცა პსჟ-მ თასის მოგებით ლიონს ევროპა ლიგის საგზური მოუტანა.

ასე და ამგვარად, პარიზულმა გუნდმა მიქაუტაძისა და მისი გუნდის საქმეც გააკეთა.

თუ ჟორჟი ლიონში დარჩა ის მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ ბოლო მატჩის შემდეგ ხუმრობით თქვა:

"კვაას ვეტყვი საქმეს მიხედოს".

Facebook კომენტარები