1 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"საქართველოსთვის ასეთ მაღალ დონეზე მიღწევა რთულია და..." - კვარაცხელიას ინტერვიუ

პსჟ-ს ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კავარცხელია საფეხბურთო გამოცემა "Sky Sport italia"-სთან ინტერ იუ ჩაწერა.

მან მომავალ ჩემპიომთა ლიგის ფინალსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა:

"ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, ამ შანსით, ეს სიზმარა გავს. ჩემი განვლილი გზა ძალიან გრძელი და დაბრკოლებებით სავსეა.

საქართველოს მუდამ ჩემთან  ვატარებ, მან ყველაფერი მომცა და ამით ძალიან ამაყი ვარ. მინდა, ჩემს ქვეყანას დავეხმარო, რადგან ჩვენთვის ამ დონეზე მიღწევა რთულია.

ინტერი? ვფიქრობ, ლუის ენრიკეს ჩემი დახმარება არ სჭირდება. შემიძლია რაღაც ვთქვა, მათ წინააღმდეგ ხშირად მითამაშია, ვიცი როგორი ძლიერებიც არიან. თუ სამწვრთნელო შტაბს დავჭირდები მზად ვარ დავეხმარო. ჩვენ ყველა ერთნი ვართ.

მე, ფაბიან რუისსა და ჯიჯის ნეაპოლი გვიყვარს. ვფიქრობ ისინი სკუდეტოს მოიგებენ და ეს ნეაპოლელი ხალხისთვის ძალიან დიდი რამ იქნება. ისინი ამას იმსახურებენ", - თქვა კვარაცხელიამ.

Facebook კომენტარები