6 საათის და 22 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

კვარა ჟორჟს უნდა დაეხმაროს - მიქაუტაძეს ძალიან მაგარი შანსი გამოუჩნდა

როგორც მოგეხსენებათ, ლიგა 1-ის სეზონი ოფიციალურად დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-სთან ერთად ჩემპიონი გახდა, ზურიკო დავითაშვილი სენტ-ეტიენთან ერთად ლიგა 2-ში დაქვეითდა. ხოლო გიორგი მიქაუტაშის ამბავი ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის.

ვიცით, რომ ლიონმა ტურნირი მე-6 ადგილზე დაასრულა, რაც კონფერენს ლიგას კვალიფიცირებას ნიშნავს, თუმცა მათ ევროპა ლიგაზე თამაშის შანსი აქვთ.

ამისათვის ჟორჟს კვარას დახმარება დასჭირსება.

ლიგა 1-ის წესდების მიხედვით, თუ 24 მაისს საფრანგეთის თასის ფინალში პსჟ რეიმსს დაამარცხებს, ლიონი ევროპა ლიგაზე გავა.

კონფერენს ლიგის საგზურს კი მე-7 ადგილოსანი სტრასბურგი მიიღებს.

ასე, რომ ხვიჩა მიქაუტაძეს და მის გუნდს უნდა დაეხმაროს, რაც მეტად რთული საქმე არ იქნება.

ამასთან დაკავშირებით ჟორჟმაც იხუმეა: 

"პსჟ-მ თასი უნდა მოიგოს და ევროპა ლოგაზე გავალთ? კვარას ვეტყვი, საქმეს მიხედოს", - თქვა მიქაუტაძემ.

ცნობისთვის, რეიმსმა ლიგა 1-ში მე-17 პოზიცია დაიკავა.

Facebook კომენტარები