1 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ნებისმიერმა მწვრთნელმა, რომელსაც კვარასთან უწევს მუშაობა იცის, რომ..." - სპალეტის განცხადება ხვიჩაზე

"ნაპოლის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის ერთ-ერთ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჰკითხეს.

იტალიელმა სპეციალისტმა ქართველის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

"ნებისმიერმა მწვრთნელმა, რომელსაც კვარასთან უწევს მუშაობა იცის, რომ საქმე განსაკუთრებულ ნიჭთან აქვს

მახსოვს ერთ ვარჯიშზე დი ლორენცომ ღიმილით მითხრა, რომ მისთვის ფლანგი შეეცვალა, რადგან აღარ შეეძლო ხვიჩას წინააღმდეგ თამაში", - განაცხადა სპალეტიმ.

Facebook კომენტარები