1 თვის და 2 კვირის წინ
სახელი უცნობია
Aa

"კვარას ამას ვეტყვი" - გიორგი მიქაუტაძე პსჟ-ს ჩემპიონობას გამოეხმაურა

ლიგა 1-ის ბოლო ტურში ოსერის წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ გაიბრწყინა.

პსჟ-მ მეტოქე 3:1 დაამარცხა, დუბლი კი ქართველის ანგარიშზეა.

კვარა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და კუთვნილი ჯილდოც მიიღო.

გამოცემა Sofascore-მა ხვიჩას თამაში იდეალური ქულით - 10,0 შეაფასა.

ამ მატჩს გიორგი მიქაუტაძე გამოეხმაურა:

"ახლა პსჟ-მ საფრანგეთის თასი უნდა მოიგოს? კვარას ვეტყვი საქმე გააკეთოს" - განაცხადა ჟორჟმა

აქვე გეტყვით, რომ ლიონმა ევროტურნირები გაინაღდა.

Facebook კომენტარები