1 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

გააკეთა ის, რაც აქამდე არ გამოსდიოდა - ეს შედეგი კვარამ კარიერაში პირველად დააფიქსირა

როგორც მოგეხსენებათ, ლიგა 1-ის ბოლო ტურში "პსჟ"-მ "ოსერი" 3:1 დაამარცხა და მე-13 ტიტულიც ჩაიბარა.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ თავის პარზულ კარიერაში დუბლი შეასრულა.

საინტერესოა, რომ ამ მატჩში კვარამ შეძლო ორი ისეთი რამ, რაც აქამდე არ გაუკეთებია.

მან "პსჟ"-ს მაისურით პირველად გაიტანა მარჯვენა ფეხით გოლი და ასევე პირველად შეასრულა დუბლი.

ლიგა 1-ის სეზონი აქ სრულდება, წინ უკეთესი გველის. ხვიჩას მანამდე კი საფრანგეთის თასისა და ჩემპიონთა ლიგის თასის ფინალი აქვს სათამაშო.

Facebook კომენტარები