"ვალენსიას" ყოფილმა მეკარემ, დიეგო ალვეშმა ერთ-ერთ გამოცემასთან მისი ყოფილი კლუბის შესახებ ისაუბრა.
მან "ღამურების" ამჟამინდელი კარის დარაჯზე გიორგი მამარდაშვილზეც გააკეთა კომენტარი:
"გიორგი მამარდაშვილი ძალიან იზრდება. დიდი სხვაობაა იმას შორის, თუ როგორი მივიდა ის "ვალენსიაში" და როგორია ახლა. მან მითხრა, რომ როცა თამაში დაიწყო, ესპანური არ იცოდა და ეს მისთვის დიდი დაბრკოლება გახლდათ, რთული ვითარებები გამოიარა, მაგრამ ახლა მე ვხედავ მეკარეს, რომლის თამაშსაც არ აქვს ზედა ზღვარი.
მას დიდი მომავალი აქვს. უკვე ცნობილია, რომ ახალ გუნდთან კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა", - განაცხადა ბრაზილიელმა.