პსჟ-ს არდა გიულერის შეძენა სურს, თუმცა მადრიდის „რეალი“ მოლაპარაკებებს გამორიცხავს.
ეკრემ კონურის ინფორმაციით, პარიზული კლუბი თურქი ტალანტის დამატებით სერიოზულად არის დაინტერესებული.
მიუხედავად ამისა, ბლანკოსმა ფეხბურთელის შესაძლო წასვლას კარი სრულად დაუხურა.
როგორც იწერება, პარიზელები მაინც აპირებენ რეალთან არდას თაობაზე მოლაპარაკებების წარმოებას.