პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელმა ვიტინიამ ერთ-ერთ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
მან ქართველი თანაგუნდელის მცირე ჩავარდნაზე გააკეთა კომენტარი:
"ყველა ფეხბურთელს აქვს როგორც აღმასვლის, ისე დაღმასვლის პერიოდები. ეს არის ფეხბურთელის ცხოვრება. ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება სტაბილურად ვითამაშოთ. იმედი გვაქვს, რომ ხვალ კვარაც და დანარჩენი ფეხბურთელებიც საუკეთესო ფორმაში იქნებიან."