პარის სენ-ჟერმენს „სტრასბურგთან“ მატჩში ნუნუ მენდეშისა და მაგნეს აკლიუშის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.
პარიზელებმა შეხვედრა 3:1 მოიგეს, თუმცა მენდეშმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა, აკლიუში კი მატჩის დასრულების შემდეგ კოჭლობდა.
პსჟ-ს მომდევნო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ ელის.
მატჩამდე რამდენიმე დღე რჩება და ცნობილი ხდება, რომ პორტუგალიელი ამ შეხვედრას გამოტოვებს.