4 საათის და 13 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"მეორე ტაიმში..." - რა თქვა ენრიკემ სიტისთან მატჩის შემდეგ

ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგაზე მანჩტესერ სიტის დამარცხების (2:4) შემდეგ მედიასთან ისაუბრა:

„მატჩი შესანიშნავად დავიწყეთ. შეცდომები არ დავუშვით და სამი გოლის გატანა შეგვეძლათ, მაგრამ არ მომწონს, როდესაც შესვენებაზე ასეთი სხვაობით გავდივართ, რადგან ფიქრობ, რომ მატჩი დასრულებულია, არადა - არ არის.“

„ეს მატჩი რომ წაგვეგო, შანსი გვქონდა, მათ მიერ შექმნილი მომენტები რომ გამოიყენონ.“

„ის, თუ როგორ თამაშობს მანჩესტერ სიტი, შესანიშნავია. ჩვენ ასეთ მატჩებში თამაში გვიყვარს.“

„დღეს გაგვიმართლა, რადგან მეორე ტაიმში შეგვეძლო, უფრო მეტი გოლი გვედო ჩვენს კარში. მომავალში ეს უნდა გამოვასწოროთ.“