6 საათის და 12 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ამ ზაფხულს ეს ძალიან რთული იყო" - კვარას გულწრფელი სიტყვები

ხვიჩა კვარაცხელიამ გავლენიან ფრანგულ გამოცემა, L'equipe-თან ინტერვიუ ჩაწერა.

პსჟ-ს ქართველმა ვარსკვლავმა მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა:

"მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება ძალიან რთული იყო, რადგან მინდოდა, ჩემს ეროვნულ ნაკრებთან ერთად იქ ვყოფილიყავი. ძნელი იყო იმის გააზრება, რომ ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ვითამაშებდი და კიდევ ოთხი წელი უნდა დამეცადა.

ფეხბურთში არის რაღაცები, რომლებსაც ვერ შეცვლი, მაგრამ შეგიძლია ისეთი რამ გააკეთო, რომ იქნებ ერთ დღეს იქ მოხვედრა შევძლოთ".