ხვიჩა კვარაცხელია სანაკრებო პაუზის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენს“ გოლით დაუბრუნდა და ლიგა 1-ში „ლე მანთან“ გამარჯვებაში დაეხმარა – 3:1.
საფრანგეთის მე-5 ტურის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი პარიზელების სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე კი 59-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. ხვიჩამ ზუსტად ორ წუთში გაიტანა და მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ანგარიშზე პირველი გოლი ჩაიწერა.
ლე მანთან გამარჯვების შემდეგ პსჟ-ს მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ განსაკუთრებული ყურადღება მაგნეს აკლიუშის თამაშზე გაამახვილა.
ჩემთვის, ამ მატჩში მაგნეს აკლიუში საუკეთესო ან ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. მასში ყველაფერი მომწონს — ის, თუ როგორ თამაშობს 9 ნომრის პოზიციაზე, როგორ მოქმედებს ვინგერად, მისი ტექნიკური უნარები და ფიზიკური მონაცემები. ნანახით გაოცებული ვარ. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მას მანამდეც ვიცნობდი, მაგრამ ეს ჩვენთვის სასიამოვნო სიურპრიზია, - ამბობს ენრიკე.