10 ოქტომებრს, ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ-ჟერმენი ლე-მანს უმასპინძლებს.
მატჩის წინა დღეს პარიზელთა თავკაცმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ესპანელ სპეციალისტს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჰკითხა:
ჟურნალისტი: “მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო ფორმა არც ისე დამაკმაყოფილებელია. რას იტყვით?”
ლუის ენრიკე: “თქვენ, როგორც ყოველთვის, სულელური საკითხებით ხართ შეყპრობილი.
ფეხბურთელები რობოტები არ არიან და არის ძალიან კარგი და არასახარბიელო პერიოდები სეზონის განმავლობაში. ამაში განსახილველი არაფერია.”