ლიგა 1-ის მესამე ტურში პარი სენ-ჟერმენი მონაკოს მასპინძლობს.
პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში პარიზელთა სასარგებლოდ 1:0-ია.
გოლის ავტორი მარკინიოსია, რომელსაც საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ გაუკეთა.
ქართველმა ვინგერმა გამოცემა Sofascore-ისგან პირველ ტაიმში 7,6 ქულა დაიმსახურა, რაც მოედანზე უმაღლესი მაჩვენებელია.