GeoTeam ზურიკო დავითაშვილის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს:
"ზურიკოს სატრანსფერო საგა დასრულებულია - ახალი სეზონიც სენტ-ეტიენში.
მწვანეების ქართველში მოთხოვნილი 20 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არცერთი კლუბი არ აღმოჩნდა.
ზაფხულის განმავლობაში საქმეში იყვნენ ატალანტა, ბეტისი, ბეშიქთაში და ოლიმპიაკოსი
ჩამოთვლილი ყველა გუნდი მზად იყო ზურიკოში 10-დან 15 მილიონამდე გადაეხადათ, სენტ-ეტიენმა 20 მილიონზე ნაკლებკ ყველა წინადადება ეგრევე დაბლოკა.
კიდევ ერთი სეზონის სტარტი ნაცნობ გარემოში", - წერს Geo Team.