5 საათის და 50 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

პსჟ-ის შიდა წყარო: „ის უნდა გამოფხიზლდეს, თორემ..."

ლუის ენრიკე და მისი სამწვრთნელო შტაბი ლუკა დინის ჯერჯერობით ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილოები არიან. ფრანგი მცველი ჯერ კიდევ ვერ აღწევს იმ დონეს, რასაც მწვრთნელები ითხოვენ.

პსჟ-ის შიდა წყარო: „ის უნდა გამოფხიზლდეს. მან გუნდში მოსვლისას სათადარიგო მოთამაშის როლი მიიღო. ეს ნორმალურია, მაგრამ ის აქ არც შვებულებაშია და არც კარიერის დასასრულებლად ჩამოსულა. ამას ვერ შევეგუებით.“

„მან თავისი ადგილისთვის უნდა იბრძოლოს და შეეცადოს, ნუნუ მენდეშზე უკეთესი იყოს, რადგან ნუნუ ყველა მატჩს ვერ ითამაშებს. ლუკა დინმა საკუთარი ადგილისთვის უნდა იბრძოლოს, ესეც მისი ადაპტაციის ეტაპის ნაწილია.“

თუმცა, მცველის გარემოცვამ განმარტა, რომ: „არანაირი მოშვება და სიზარმაცე არ არის, ის იბრძოლებს სათამაშო წუთების მოსაპოვებლად და სრული მატჩების ჩასატარებლად.“