ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის ოქროს ბურთის ერთ-ერთი კანდიდატია.
გუშინ კვარას ოქროს ბურთთან დაკავშირებით ლეგენდარულმა მიშელ პლატინიმ ისაუბრა:
“ოქროს ბურთის ფავორიტი? ჩემს ფულს კვარაცხელიაზე ვდებ. მან პსჟ-სთან ერთად ევროპის თასი მოიგო. ევროპის თასი ბევრს ნიშნავს.“
ასევე ამაზე კომენტარი გააკეთა ყოფილმა ფრანგმა ფეხბურთელმა, სამირ ნასრიმ:
"არ არსებობს არც ერთი ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოირჩეოდა, კილიან მბაპეს გარდა, მაგრამ ეროვნულ ნაკრებთან წელს არაფერი მოუგია. ოლისემაც მუნდიალი კარგად დაიწყო, მაგრამ მისი დონე პლეი ოფში მკვეთრად დაეცა.
ამიტომ კვარაცხელიას ავირჩევდი, რადგან ეს მისი სეზონის ჯილდო და დაფასება იქნება. ჩემპიონთა ლიგა მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე შეჯიბრია, მსოფლიოს ჩემპიონატი კი მხოლოდ ერთი თვეა".
ხვიჩა ლიგა 1-ის საწყის ორ ტურში ვერაფრით გამოირჩა, ისევე როგორც მთლიანად პსჟ.
კვარა ლილთან მეორე მატჩში სათადარიგოთა სკამზე იყო და ცნობილია, რომ ლუის ენრიკეც უკმაყოფილო იყო., რაც შესაძლოა ოქროს ბურთის "პიარში" ხელის შემშლელი ფაქტორი იყო.
მართალია, ოქროს ბურთი სეზონის მიხედვით გაიცემა და არა წლის, თუმცა პიარის თვალსაზრისით იმას თუ როგორ ფორმაშია ფეხბურთელი დაჯილდოებამდე დიდი მნიშვნელობა აქვს.
იმედია ხვიჩა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში რეგულარულად ითამაშებს და ლუის ენრიკე მას "ხელს არ შეუშლის".
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომებრსაა ჩანიშნული.