1 საათის და 37 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ოქროს ბურთს კვარაცხელიას ამ მიზეზის გამო მივცემდი" - ნასრი

ყოფილმა ფრანგმა ფეხბურთელმა, სამირ ნასრიმ ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.

მან 2026 წლის ოქროს ბურთზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ ჯილდოს ხვიჩა კვარაცხელიას მისცემდა:

"არ არსებობს არც ერთი ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოირჩეოდა, კილიან მბაპეს გარდა, მაგრამ ეროვნულ ნაკრებთან წელს არაფერი მოუგია. ოლისემაც მუნდიალი კარგად დაიწყო, მაგრამ მისი დონე პლეი ოფში მკვეთრად დაეცა.

ამიტომ კვარაცხელიას ავირჩევდი, რადგან ეს მისი სეზონის ჯილდო და დაფასება იქნება. ჩემპიონთა ლიგა მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე შეჯიბრია, მსოფლიოს ჩემპიონატი კი მხოლოდ ერთი თვეა"

Facebook კომენტარები