პარი სენ-ჟერმენმა ლიგა 1-ის ზედიზედ მეორე ტურში ფრე, 2:2 ითამაშა.
მოქმედი ჩემპიონები ამჯერად გასვლაზე ლილს დაუზავდნენ.
ხვიჩა კვარაცხელია მატჩში მეორე ტაიმიდან ჩაერთო და აქტიურობდა - გამოცემა, Sofascore-მა კვარას 6,4 ქულა დაუწერა.
აღსანიშნავია, რომ ქართველის შესვლამდე მისი გუნდი მარცხდებოდა, მაგრამ 91-ე წუთზე ვიტინიასა და 95-ე წუთზე მარკინიოსის გოლებით გუნდმა თამაში გადაარჩინა.
როგორც მედიაში იწერება, კვარას სკამზე დასმის მიზეზი წინა ტურში რენთან მატჩია, სადაც ენრიკე ქართველით უკმაყოფილო იყო.
პარიზელები შემდეგ მატჩს 4 სექტემბერს მონაკოს წინააღმდეგ გამართავენ და ვნახოთ ზედიზედ ორი ფრის შემდეგ შეძელბენ თუ არა მობილიზებას.