პარი სენ-ჟერმენის ყოფილმა და ლას-პალმასის ამჟამინდელმა ფეხბურთელმა, ხესე როდრიგესმა ერთ-ერთ ინტერვიუში პარიზულ გუნდში ტრანსფერი გაიხსენა.
ესპანელის თქმით, მას კლუბის პრეზიდენტი არანაირ ყურადღებას არ აქცევდა:
"პსჟ-ში რომ გადავედი, პირველივე მატჩში გამარჯვების მომტანი საგოლე პასი გავაკეთე. შემდეგ იყო ტრავმა და რამდენიმე კვირა გამოვტოვე. იანვარში, მოულოდნელად მითხრეს, რომ უნდა წავსულიყავი.
პრეზიდენტს (ნასერ ალ-ხელაიფი) ჩემი დანახვაც კი არ უნდოდა. მგონი, მას ჩემი ცოლი უფრო აინტერესებდა, ვიდრე მე. ჩემთვის არაფერი აუხსნიათ გუნდიდან ისე გამიშვეს", - განაცხადა ხესემ.
ცნობისთვის, ესპანელმა პსჟ-ს რიგებში 18 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.