ახალი საფეხბურთო 2026/27 წლების სეზონი დაიწყო.
ქართველი გულშემატკივარის მთავარი ინტერესი, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია და პარი სენ-ჟერმენია.
როგორც ფრანგულ მედიაში იწერება, 2026/27 წლების სეზონში კვარაცხელიას გუნდში კიდევ უფრო გაზრდილი როლი ექნება.
მოგეხსენებათ, ის გასული ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
"ხვიჩა პარი სენ-ჟერმენის ერთ-ერთი ლიდერია. ის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლება. ასევე მისი როლი პარიზელების შეტევაში უფრო მოიმტაებს, რადგან უკვე მეორე წელია, რაც ის ამ გუნდშია და უკვე გაშინაურდა", - წერენ პრესაში.