პარის სენ-ჟერმენის ვარსკვლავი უსმან დემბელე პარასკევს, „ლილის“ წინააღმდეგ გასამართ მნიშვნელოვან შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
პსჟ-მ ოფიციალურ განცხადებაში დაადასტურა, რომ ფრანგ ფეხბურთელს რამდენიმე დღით დასვენების საშუალება მიეცემა.
„მწვრთნელთან და სპორტულ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, უსმან დემბელეს მომდევნო დღეებში დასვენების პერიოდი ექნება. ის გუნდთან ერთად სრულ ვარჯიშს ორშაბათს განაახლებს“, - ნათქვამია პსჟ-ის განცხადებაში.
ამრიგად, დემბელე „ლილთან“ შეხვედრას გამოტოვებს, თუმცა ორშაბათიდან გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდება.