5 საათის და 26 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

კვარაცხელია სკამზე დაჯდება? - რა იწერება ფრანგულ მედიაში

ლიგა 1-ის პირველ ტურში პარი სენ-ჟერმენმა რენთან სტუმრად ფრე 2:2 ითამაშა.

პარიზელთა ლიდერებმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და უსმან დემბელემ ეს მატჩი ჩააგდეს, რის გამოც ისინი ლუის ენრიკემ პირველი ტაიმის დასრულებისთანავე შეცვალა.

პსჟ-ს გმირად კი ახალწვეული ფერან ტორესი მოევლინა, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და თამაში გადაარჩინა.

როგორც ფრანგულ მედიაში იწერება, მიუხედავად ჩაგდებული მატჩისა ენრიკე დემბელესა და კვარას შემდეგი მატჩისთვის სათადარიგოთა სკამზე გადასმას არ გეგმავს.

თუმცა ორივე ყურადღებით უნდა იყოს, რადგან ენრიკეს გუნდში ავტორიტეტები არ არსებობენ.

პარიზელები შემდეგ მატჩს 28 აგვისტოს ლილის წინააღმდეგ გამართავენ.

Facebook კომენტარები