4 საათის და 58 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ლუის ენრიკეს ოქროს სიტყვები მატჩის დასრულების შემდეგ

ლიგა 1-ის პირველ ტურში პარი სენ-ჟერმენმა რენთან სტუმრად ფრე 2:2 ითამაშა.

პარიზელები 2:0-ს მარცხდებოდნენ, თუმცა მათ გმირად ახალწვეული ფერან ტორესი მოევლინათ, რომელმაც მეორე ტაიმში უსმან დემბელე შეცვალა და დუბლი გაიფორმა.

დემებელსთან ერთად პირველი ტაიმის შემდეგ ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიაც შეცვალა.

ესპანელმა სპეციალისტმა მოედნიდან ერთდროულად ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებული და ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი გაიყვანა.

ეს ქმედება ლუის ენრიკეს მომთხოვნელობასა და მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

პსჟ-ს თავკაცმა ლიდერებს მკაფიო მესიჯი გაუგზავნა:

"ფეხბურთი ასეთი რამაა. პსჟ-ს არაფერი მოუგია, არაფერი

თუ იფიქრებ იმაზე, რაც უკვე მოიგე, ვეღარაფერს შეძლებ… ყოველდღე, ყოველ მატჩში უნდა დაამტკიცო, რომ მზად ხარ

იმისთვის, რომ მუდმივად მოიგო, კომფორტის ზონა უნდა დატოვო

შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის, მთავარია აჩვენო, რომ პატივი უნდა სცე ყველას. თუ საუკეთესო ფორმაში არ ხარ, მოედანს ტოვებ".


Facebook კომენტარები