3 საათის და 24 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"სწორედ ამის გამო მოედანს დატოვებ!" - ენრიკეს მკაცრი გადაწყვეტილება კვარას მიმართ

ლიგა 1-ის პირველ ტურში პარი სენ-ჟერმენმა რენთან სტუმრად ფრე 2:2 ითამაშა.

პარიზელები 2:0-ს მარცხდებოდნენ, თუმცა მათ გმირად ახალწვეული ფერან ტორესი მოევლინათ, რომელმაც მეორე ტაიმში უსმან დემბელე შეცვალა და დუბლი გაიფორმა.

დემებელსთან ერთად პირველი ტაიმის შემდეგ ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიაც შეცვალა.

ესპანელმა სპეციალისტმა მოედნიდან ერთდროულად ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებული და ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი გაიყვანა.

ეს ქმედება ლუის ენრიკეს მომთხოვნელობასა და მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

პსჟ-ს თავკაცმა ლიდერებს მკაფიო მესიჯი გაუგზავნა: "შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის, მთავარია აჩვენო, რომ პატივი უნდა სცე ყველას. თუ საუკეთესო ფორმაში არ ხარ, მოედანს ტოვებ".

Facebook კომენტარები