ლანსთან საფრანგეთის სუპერთასის მატჩში პარი სენ-ჟერმენის ერთ-ერთი ლიდერი, ნუნუ მენდეში მოედნიდან გააძევეს.
პორტუგალიელმა მცველმა პროვოკაციის შემდეგ მეტოქეს სახეში ხელი გაარტყა, რის გამოც მკაცრად დასაჯეს.
როგორც გაირკვა, მენდეში ლიგა 1-ის პირველ სამ ტურს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ ამ პოზიციაზე პსჟ-მ სატრანსფერო ფანჯარაზე ლუკა დინი დაიმატა.