GOAL-ის ჟურნალისტმა ჯეიმს უესტვუდმა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
"ხვიჩა ლუის ენრიკესთვის საოცნებო ფეხბურთელია.
"გეტყვით მიზეზს, კვარაცხელია იდეალურად აბალანსებს ინდივიდუალურ ოსტატობასა და ტაქტიკურ დისციპლინას. ის გუნდური მოთამაშეა, მომთმენი და გაწონასწორებული.
"მან ზუსტად იცის, როდის უნდა შეუტიოს მეტოქეს და როდის უნდა გაათამაშოს ბურთი", - თქვა ჯეიმსმა.