პარის სენ-ჟერმენის მარცხენა მცველი ნუნუ მენდეში ლიგა 1-ში მომდევნო სამ შეხვედრას გამოტოვებს.
LFP-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი აღნიშნული სასჯელით „ლანსთან“ მიღებული წითელი ბარათის გამო დაისაჯა.
მენდეში დისკვალიფიკაციის პერიოდში პსჟ-ს ლიგა 1-ის მომდევნო სამ მატჩში ვერ დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ ნუნუმ წითელი ბარათი მეტოქისთვის სახეში ხელის ჩარტყმის გამო მიიღო.