ფერან ტორესი 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ კარიერას ბარსელონადან პარი სენ-ჟერმენში გააგრძელებს.
როგორც ცნობილია, ესპანელმა ფორვარდმა პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2031 წლამდე გააფორმა.
ფერანი ახალ გუნდში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტორესის ხელფასი წლიურად 10 მილიონი ევრო იქნება.
ცნობისთვის, პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას წლიური ანაზღაურება 11 მილიონი ევროა.