ფერნან ტორესის ტრანსფერი პარის სენ-ჟერმენში დასრულებულია. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პსჟ-მ და „ბარსელონამ“ ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს.
გარიგების ღირებულება 50 მილიონ ევროს უახლოვდება და დამატებით ბონუსებს არ მოიცავს.
მხარეები უკვე კონტრაქტების მომზადებაზე მუშაობენ, რის შემდეგაც ტრანსფერი ოფიციალურად გაფორმდება.
ამრიგად, ტორესი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს, სადაც მას ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით მოუწევს თამაში.