6 საათის და 39 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ნამდვილად დაიმსახურა! - ხვიჩა კვარაცხელიას ქართველმა ბიზნესმენმა ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა

საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას ქართველმა ბიზნესმენმა სოლიდური საჩუქარი გაუკეთა.

ჩვენი ერის სიამაყეს - ხვიჩას ბიზნესმენმა გრიგოლეთში მდებარე ბინა აჩუქა.

საგულისხმოა, რომ აღნიშნულმა ბიზნესმენმა აქამდე არაერთ სპორტსმენს აჩუქა ბინა.

ცნობისთვის, კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისურით ჩატარებულ 24 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

Facebook კომენტარები