"გუშინდელ ვარჯიშზე გიორგი მამარდაშვილს კარში 103-ჯერ დაურტყეს, მან მხოლოდ 4 დარტყმის მოგერიება შეძლო" - ლივერპულის ქომაგთა გვერდები ქართველი მეკარის შესახებ წერენ.
სოციალურ ქსელში კი ამ ვარჯიშიდან კადრები ვრცელდება, სადაც მამარდა 4-ზე ბევრად მეტ სეივეს აკეთებს.